გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს“ –აღნიშნავს პრეზიდენტი.

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიემართებოდა, კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფა ისპაანის პროვინციაში მოხდა.
მომხდარის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 66-ვე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები