მეუფე შიო: ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს

უფალი ამბობს, როდესაც ინახავ მარხვას, ნუ ეჩვენები ადამიანებს, რომ შენ მარხულობ, სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის ერთ-ერთი საშუალება სულის სიმდაბლის მოპოვების. თუკი სიმდაბლის ნაცვლად, მარხვა ამპარტავნებად გვექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო, ვიდრე ისეთნაირად იმარხულო, რასაც არავითარი აზრი არ აქვს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა.
„მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები