მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.

საკვირაო, საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე, დაიწყო.

ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

დიდმარხვის დაწყების წინ მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.

წელს დიდმარხვა 19 თებერვლიდან დაიწყება და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები