“კუკუშკის” მგზავრებს ბილეთის საფასური დაუბრუნდათ

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო გზაზე კუკუშკის ლიანდაგებიდან გადასვლის გამო, ყველა მგზავრს დაუბრუნდა ბილეთის საფასური. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.
ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო გზაზე კუკუშკას ლიანდაგებიდან გადასვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ.
ამ დროისთვის რკინიგზაზე მოძრაობა აღდგენილია. მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები