დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესაძლო მოტივი გამოიკვეთა

დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ, ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის მოტივად კი, ეჭვიანობა სახელდება. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები