დოდო გუგეშაშვილის ძმა: უკეთესად არის, მაგრამ ექიმები მისი გადაადგილების რეკომენდაციას არ გვაძლევენ

„უკეთესად არის, მაგრამ ექიმები მისი გადაადგილების რეკომენდაციას არ გვაძლევენ”, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ძმამ, თემურ გუგეშაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვერსიებზე საუბარი არ შეუძლია.
“რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, ვერსიები მხოლოდ ტელევიზიების მეშვეობით მოვისმინე, ჩვენება კითხვის ნიშანს აჩენს ჩემში. დოდოს ან მის შვილს მტერი არ ჰყოლიათ, არც არავინ განაწყენებული, გარდა იმ ინციდენტისა, რომელიც 15 წლის წინ იყო. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა თემურ გუგეშაშვილმა.
მისივე თქმით, ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ თანახმა არიან, შვილის დაკრძალვისთვის, დოდო გუგეშაშვილის ტრანსპორტირება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ნოდარ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები