აშშ-ის დაზვერვა: ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა საქართველოს დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის, დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები