კურორტ “გოდერძისთან” დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა (ფოტოკოლაჟი)

აჭარაში, კურორტ “გოდერძისთან” დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც „კვირასთან“ საუბარში ხულოს მერის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ განაცხადა, ჩამოწოლილმა მასამ ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.
„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე უნდა აღდგეს მოძრაობა. სატრანსპორტო გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი“, – განუცხადა „კვირას“ ხულოს მერის მოადგილემ.
ცნობისთვის, მეწყერი ხულოში რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროს როლანდ აბულაძესთან ერთად, პაქსაძეებში, წაბლანასა და წაბლიანში, აგრეთვე ბათუმი-ახალციხის გზის 92-ე კილომეტრზე განვითარებული მეწყრის კერები მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები