ფოთში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ფოთში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 179-ე – ყაჩაღობის მუხლით აღიძრა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური 4 თებერვალს დააყაჩაღეს.
მაშინ, ორმა შეიარაღებული ნიღბიანმა თანხის წაღება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები