რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, გენადი ბესტაევი ე.წ. “საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს”.
მათივე ინფორმაციით, დეფაქტო სასამართლომ ბესტაევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გენადი ბესტაევი, ეთნიკურად ოსი ეროვნების რვა ოჯახთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს.
ოჯახების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას სპეციალური, ე.წ. საშვებით ახერხებს. ბესტაევს ასეთი საშვი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები