ეკა ბესელია მუხთარლის საქმეზე: გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი აქვთ

ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, მსგავსი თემების პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა ყოველთვის უფრო მეტ პოლიტიზირებას აძლევს პროცესს.
„მე, როგორც იურისტი, საკითხს ვუყურებ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ სამართლებრივ ჭრილში. რისი მიღება გვინდა? გვინდა, რომ გამოძიებამ დაადგინოს ფაქტები? გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ. თუ გვინდა, რომ საკითხს ჰქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი და შინაარსი, რაც ვფიქრობ, არის მთავარი მოტივაცია ამ საკითხის ისევ დღის წესრიგში დაყენების, არ მგონია, რომ ეს იყოს სასარგებლო საქმისთვის, პროცესისთვის, ან თავად ამ ადამიანისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები