თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

კომიტეტის სხდომაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში” განხილულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ისაუბრა. თავის გამოსვლაში, საკითხის თანამომხსენებელმა, დოკუმენტის პირველადი ვარიანტის მომზადებისთვის მის ავტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ფიქრის საშუალებას იძლევა და თუ როგორი ფორმით წარედგინება იგი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას, მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ექვსი ქვეყნიდან, ხუთი კონფლიქტურ ვითარებაში იმყოფება და ზოგი ომის მდგომარეობაშიც კი არის. აქედან გამომდინარე უსაფრთხოება არა მარტო  საერთო ინტერესი, არამედ იგი გამოწვევებით სავსე თემაა.

„უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სახელმწიფოებისთვის, არამედ ეს ასევე ევროპის ინტერესსაც წარმოადგენს. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, როგორც განვითარების და კეთილდღეობის წინაპირობაზე, შესაბამისად ჩვენ საზღვრებზე მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ ქვეყნებში მსგავსი ინტერესები გვაქვს, მაგრამ  რუსეთის მხრიდან ეს განიხილება როგორც ანტირუსული პროექტი. ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა დიდი სამუშაოები გასწია, რათა რუსეთი დაერწმუნებინა რომ ეს არ არის მათ წინააღმდეგ მიმართული პროექტი, მაგრამ ისინი „უხილავ სპილოს” მაინც ხედავენ ოთახში და რუსეთი ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც რაღაც საშიშროებად მაინც აღიქვამს. ეს არ არის მხოლოდ ექსკლუზიურად საქართველოსთან მიმართებაში და მსგავსი პრობლემები აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვისაც მსგავსია. უსაფრთხოება ჩვენი საერთო ინტერესია, მაგრამ აქაც განსხვავებული ხედვები გვაქვს, როცა ვსაუბრობთ თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები