ქეთევან ციხელაშვილმა ევრონესტის კომიტეტის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილმა, ევრონესტის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გადაუჭრელი კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაა. ამ კონფლიქტის გადაჭრა კი მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს“, – აღნიშნა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას.

ქეთევან ციხელაშვილმა იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის პირობებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია შექმნილი. მან ყურადღება გაამახვილა იმ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე რასაც გადაუჭრელი კონფლიქტი იწვევს.

ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკაა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მან ყურადღება გაამახვილა ასევე, მთავრობის მიერ დაგეგმილ იმ ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის იმ სტრატეგიის საწინააღმდეგოდ, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება – ეს არის გამყოფი ხაზებისა და დაყოფის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ჩვენი პოლიტიკა მიმართული გახლავთ იმისაკენ, რომ გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პოლიტიკა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც რეგიონების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს აკავებენ არალეგალურად, როდესაც შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება და კომუნიკაცია დანარჩენ საქართველოსთან და დანარჩენ მსოფლიოსთან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები