პოროშენკო: სააკაშვილის გაძევება შეიძლება, მაგრამ მე ეს არ მინდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა „Profil“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტიის „რუხ ნოვიხ სილ“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ქვეყნიდან იყოს გაძევებული.
„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ასევე, ის არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რადგან ჩვენი კანონმდებლობით ის უნდა იყოს მოქალაქე, რომ აქ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს“. ასევე, მან შეახსენა ჟურნალისტს, რომ სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო.
„ჩემს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ რა მოუვა მას. მისი გაძევება შეიძლება, მაგრამ მე ეს არ მინდა“. პოროშენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმით დაკავებულები უნდა იყვნენ საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები, რომლებზეც ის არ ახდენს გავლენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები