ბობოყვათში მომხდარი ავარიისას პოლიციელი დაშავდა (ფოტო)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია.
შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს კრიმინალური პოლიციისა და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები