დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალებას მეუფე შეატყობინებს – რას აცხადებს მისი მეგობარი

ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.
მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, ნოდარ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ.
„ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. ხოლო დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები