პრეზიდენტი: იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვიცნობ, პატრიარქმა წარმოადგინა, თავისი ცხოვრებით, რელიგიური მიმდინარეობების და სახელმწიფოს ურთიერთობების თანამშრომლობის შინაარსი

„რელიგიურ მიმდინარეობებსა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ, ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა, თავისი ცხოვრებით, ამ თანამშრომლობის შინაარსი“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს პატრიარქი, ურთულეს პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკა და დადგენილი ღირებულებათა სისტემა ინგრეოდა, ჩვენს გვერდით იდგა და ურთულეს გამოწვევებს გვარიდებდა.
„დღევანდელი დღე და ჩვენი დისკუსიის სულისკვეთება ალბათ მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ ადამიანით, რომელსაც ჩვენ ყველანი განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების, ეკლესიის, რელიგიური მიმდინარეობების და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა, თავისი ცხოვრებით, ამ თანამშრომლობის შინაარსი. ურთულეს პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკა და დადგენილი ღირებულებათა სისტემა ინგრეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იდგა ჩვენს გვერდით და ურთულეს გამოწვევებს გვარიდებდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები