თელაველების უფლებებს თემურ ორკოდაშვილი დაიცავს

სახალხო დამცველმა რეგიონული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, რიგით მეშვიდე ოფისი თელავში გახსნა. ომბუდსმენის თელავის ოფისის ხელმძღვანელად თემურ ორკოდაშვილი დაინიშნა. როგორც ორკოდაშვილი „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თელავში არსებულ მდომარეობას უკვე გაეცნო.
„გავეცანი სიტუაციას, უკვე შემოვიდა რამდენიმე საჩივარი სხვადასხვა უფლებების დარღვევისთვის. მე პირადად ადამაინის უფლებების სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს. ვიდრე დავიწყებდი მუშაობას გარკვეული პერიოდი აქ ვცხოვრობდი, წარმოშობით თელავიდან ვარ. ძირითადად უფლებები პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს ირღვეოდა. ეს იყო ფიზიკური, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამჟამად, ორი საჩივარი შემოვიდა სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველის თელავის ოფისის ხელმძღვანელი თეიმურაზ ორკოდაშვილი.
ორკოდაშვილი 2009 – 2011 წლებში კონსტიტუციური უფლებათა დაცვის ცენტრში ადვოკატად მუშაობდა. თელავის ოფისის ხელმძღვანელად კი 29 აპრილს კონკურსის წესით შეირჩა. ორკოდაშვილი ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის განხრით მაგისტრატურაში სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში თელავის ოფისის გაფართოებას და კახეთის სხვა რაიონებში საკონტაქტო პირების დანიშვნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები