კახა კალაძე: საწვავის ფასზე ლარის კურსის ცვალებადობაც მოქმედებს
საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, ფასის რეგულირებაში მთავრობა უხეშად ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა. “რა თქმა უნდა, საწვავის ფასზე ლარის კურსის ცვალებადობაც მოქმედებს, როგორც ნებისმიერ ექსპორტირებულ საქონელზე. კორიდორის ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში არსებულ ყველა კომპანიას საშუალება ჰქონდეს, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მოახერხოს ნავთობპროდუქტების შემოტანა საქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ეს ფასებზეც იმოქმედებს”, – განაცხადა კალაძემ.