თბილისის მოსახლობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ყუშიტაშვილის, დარასელიას, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გულიას და მეფე სოლომონ II ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები