ირაკლი კობახიძე სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.  საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და  ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. სენატორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ფინანსური და პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ლინდსი გრემმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები