თამარ ჩუგოშვილმა ფრიდონ საყვარელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, ორი მოწვევის პარლამენტის წევრის, ფრიდონ საყვარელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ფრიდონ საყვარელიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

“სამწუხაროდ, გარდაიცვალა მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ბატონი ფრიდონ საყვარელიძე. მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

პუბლიცისტი და საქართველოს  ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  6 თებერვალს გარდაიცვალა.

ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში” ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე. ფრიდონ საყვარელიძე არის რამდენიმე წიგნის ავტორი და მთარგმნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები