სსე-ს შემეცნებითი ტურის ფარგლებში ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ.

უფროსკლასელებმა  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს შეხვდნენ. სსე-ს მმართველთა საბჭოს წევრმა ზურაბ ეზუგბაიამ მოსწავლეებს ჩაუტარა მცირე ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. უფროსკლასელებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სსე-ს სხვა წარმომადგენლებმაც.

ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომავალშიც განახორციელებს.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები