კახა კალაძე: დედაქალაქში არსებულ თამბაქოს ჯიხურებზე მოკვლევა დაწყებულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში არსებულ თამბაქოს ჯიხურებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია.
მისივე თქმით, თუ კონკრეტული ჯიხური არასწორადაა განთავსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოწესრიგდება.
“დედაქალაქში არსებულ თამბაქოს ჯიხურებთან მოკვლევა დაწყებულია. თუ კონკრეტული ჯიხური უშლის ხელს საგზაო მოძრაობას, თუ კონკრეტული ჯიხური არასწორადაა განთავსებული სასწავლო დაწესებულებებთან, საკითხი გადაიხედება და მოწესრიგდება კანონმდებლობის ფარგლებში,” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები