თემქაზე ბუნებრივი აირის გაჟონვით 7 ადამიანი მოიწამლა, მათგან 4 ბავშვია

თემქის დასახლების მე-11 მიკრორაიონის მე-20 კორპუსიდან 4 ბავშვი ინტოქსიკაციის სხვადასხვა ნიშნებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახში მოწამლულია კიდევ სამი ადამიანი. ამ დროისთვის, მათი მოწამვლის მიზეზად, გაზით ინტოქსიკაცია დადასტურებულია.

კლინიკის ექიმის განცხადებით, მიმდინარეობს დაკვირვება, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმები ამბობენ, რომ ოთხივე მოზარდი ერთი და იგივე სიმპტომებით შეიყვანეს კლინიკაში. მათ აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და გულის რევა.

როგორც ირკვევა, თემქაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრები იმყოფებოდნენ, როდესაც იქ მყოფმა 7-მა ადამიანმა სისუსტე იგრძნო. ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი გაჟონვაა. ამჟამად ბინაში ყაზტრანსგაზის თანამშრომლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები