ოკუპანტების მიერ დაკავებული პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან დღეს გათავისუფლდა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის წარმომადგენლების მიერ, პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში.
„სუს-ის წარმომადგენლების მიერ პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში. პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მამა-შვილი, აჩიკო და პაატა როგავები რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, ზუგდიდის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე შარშან, აპრილში ე.წ. საზღვრის კვეთის და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. აჩიკო როგავა რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, გასული წლის ბოლოს გაათავისუფლეს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილიც თავისუფალია. პაატა როგავას 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა „მისჯილი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები