შუახევში ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტში ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, გეგმიური ღონისძიება გაატარეს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა – 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, 3  ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტი, 2 სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევა, 1 ლუქის დაზიანების ფაქტი და 3 უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტი, რომელთაგან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები