პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში 9 თებერვალს უნდა გამოცხადდეს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე საქართველოში 9 თებერვალს ჩამოვა და პროკურატურის ყველა კითხვას პასუხს გასცემს – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა ალექსანდრე ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავად მამამისის სურვილია, რომ გამოძიება, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს, მალე დასრულდეს.

„როგორც მახსოვს, 4 იანვარს თავად მიმართა საგამოძიებო ორგანოს წერილობით და მიუთითა ის თარიღები, რომლებშიც ჩამოსვლას შეძლებდა და 9 თებერვალზე შეთანხმდნენ. 9 თებერვალს, რა თქმა უნდა, ჩამოვა მამაჩემი და დაკითხვა“, – აღნიშნა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავს. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები