პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმება, დე ფაქტო აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები გარკვეული კატეგორიის რუსეთის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფას ეხება.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეთანხმებას 2017 წლის ივნისში, მოსკოვში მოეწერა ხელი. „რია ნოვოსტი“–ს ცნობით, დოკუმენტის გაფორმების მიზანია, იმ რუსეთის მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში და უფლება აქვთ ამბულატორიული მკურნალობის დროს რეცეპტით მედიკამენტები და სამედიცინო ნაწარმი მიიღონ. ასევე, შეთანხმებაში გაწერილია, რომ რუსეთის ფედერაცია, დე ფაქტო აფხაზეთის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ითვალისწინებს და აგზავნის აფხაზეთში ფინანსურ დახმარებას და მის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის შემოწმებას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები