ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ნაურუსთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგაეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესი ვაკამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას სავიზო ფორმალობებზე უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ „სპუტნიკ იუჟნაია ასეტია“ იუწყება.
“შეთანხმების შედეგად, ერთი მხარის წარმომადგენელი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ, გავიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ შესაბამისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზების გარეშე 90 დღე, ყოველი ექვსი თვის განმავლობაში პირველი შესვლის თარიღიდან.“–უცხადებენ საინფორმაციო საშუალებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები