„თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია” – კულტურისა და სპორტის სამინისტროში ალმანახის წარდგენა გაიმართება

5 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ლიტერატურულ პროექტ „ცოცხალი წიგნები” ფარგლებში გამოცემული ინგლისურენოვანი ალმანახის  – „თანამედროვე საქართველო – პროზა და პოეზია” წარდგენა. როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ ალმანახში შესულია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების” მონაწილე 57 თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოებები. კრებულის დაბეჭდვის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროსთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე მოვლენების გაცნობა და უცხოელი გამომცემლებისთვის თანამედროვე ქართველი მწერლების წარდგენა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე გაუძღვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები