მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის 6 რჩეულ რეჟისორს შორის დაასახელეს

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის 6 რჩეულ რეჟისორს შორის მოხვდა. ქართველი რეჟისორი საუკეთესოდ აღიარეს, ორ კოლუმბიელ, ტაივანელ, სლოვენიელ და ნეპალელ რეჟისორებთან ერთად. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მისმა ახალმა მხატვრულ-სრულმეტრაჟიანმა პროექტმა, პირობითი სახელით „ნენე“ APSA-ს დაჯილდოებაზე გაიმარჯვა.
„კანის ფესტივალს აქვს პროგრამა, სადაც არჩევენ რეჟისორებს და 6 თვით ეპატიჟებიან პარიზში, რომ დაწერონ პროექტი. ამ სცენარმა ავსტრალიაში უკვე მოიგო გრანტი. სცენარი უნდა ვწერო პარიზში და მასწავლიან ფრანგულს. მიმიწვიეს ლოკარნოსა და კანის კინოფესტივალებზე, ასევე, იგულისხმება შეხვედრები იმ ცნობილ კინორეჟისორებთან, ვისთანაც მოისურვებ შეხვედრას“, – აცხადებს მარიამ ხაჭვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები