გურანდა გაბუნიას კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში  სპექტაკლ „წმინდა ურჩხულების“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლი ცნობილი ქართველი მსახიობის – გურანდა გაბუნიას 60- წლიან სასცენო მოღვაწეობას მიეძღვნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც გურანდა გაბუნიას ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „წმინდა ურჩხულები“ მონაწილეობდნენ: გურანდა გაბუნია (ესთერი), ზაზა გოგუაძე (ფლორანსი), ქეთევან გეგეშიძე (ლულუ), ანა ვასაძე (ლიანა) და კონსტანტინე როინიშვილი (ჟაკი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები