გიორგი კვირიკაშვილი პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ ჯილდოს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტ დავით მაღრაძეს, იტალიის პრეზიდენტის მიერ სოლიდარობის ვარსკვლავის კავალერის წოდების მინიჭებას ულოცავს.
„იტალიის პრეზიდენტმა, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ პოეტ დავით მაღრაძეს, ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის, სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა. გილოცავ დავით“! – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.
პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტმა სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა. წერილში, რომელიც დავით მაღრაძემ მიიღო, აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება არის მადლიერების გამოხატულება, რომელსაც პოეტი ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის ეწევა.
საქართველოში იტალიის რეპუბლიკის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის წერილში აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება არის მადლიერების გამოხატულება, რომელსაც პოეტი ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის ეწევა. ასევე აღნიშნულია, რომ იტალიისა და საქართველოს მეგობრობა შორეულ წარსულში იღებს დასაბამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები