ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ურსულა ლე გუინისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს

5 თებერვალს, 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მწერალ ურსულა ლე გუინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ურსულა ლე გუინის შესახებ ისაუბრებენ: გამომცემლობის – “წიგნები ბათუმში” წარმომადგენელი – გიორგი ხარაიშვილი და წიგნის – “წყვდიადის მარცხენა ხელის” მთარგმნელი – ნიკა სამუშია.
ამ დრომდე, მისი შემოქმედებიდან, ქართულად ნათარგმნია სამი წიგნი, გამომცემლობის – “წიგნები ბათუმში” გამოცემით. ესენია: “წყვდიადის მარცხენა ხელი”, “ზღვამიწეთის ჯადოქარი”, “ატუანის აკლდამები”.
მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ავტორის შემოქმედებასა და მის როლზე, ლიტერატურასა და კერძოდ ფენტეზის ჟანრში.
შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები