თბილისის მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

10 თებერვალს. 19:30 საათზე,  ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, რომელიც გერმანული მუსიკის ბუმბერაზების – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებებითაა შედგენილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უევრტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“. ხოლო სოლისტის რანგში წარდგება ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ნიუ-იორკის ცნობილი ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული – დავით ალადაშვილი. იგი ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები