კახა კალაძე: მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველა პროექტი შევაჩერეთ და ინსპექტირებას ვუტარებთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა პროექტი შეჩერებულია და მიმდინარეობს ინსპექტირება.
მისივე თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაცია აუცილებლად გაგრძელდება.

”პირველი შემოწმების სამუშაოები რაც დაიწყო, ეს არის იმ კონკრეტულ მეტროებში, რომლებშიც ბოლოს იყო რეაბილიტაცია ჩატარებული. ზოგადად, რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და ქმედებები განვახორციელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების დამატება, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების მქონე. ამ ეტაპზე გავაჩერეთ ყველანაირი სამუშაო, რადგან პროექტებს, რომელიც იყო გამზადებული, ვუკეთებთ ინსპექტირებას, გვინდა შევისწავლოთ თავიდან ბოლომდე, თუმცა ზოგადად, მეტროსადგურების რეაბილიტაცია აუცილებლად გაგრძელდება და გვექნება განახლებული, თანამედროვე მეტროსადგურები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს „შეკიდული ჭერის“ ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები