კალაძე პრეზიდენტზე: მისი განცხადებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ მან მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც არაძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით ჰუმანურობას ეხება.

„მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია“,- აღნიშნა კახა კალაძემ, პრეზიდენტის მიერ წინასარჩევნო კამპანიის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერი, შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

„ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო, ამაზე მუშაობა დაწყებულია, და საკმაოდ ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, იმიტომ რომ თემა არის სენსიტიური. საფრთხილო მიმართულებაა, რომელსაც ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები