“თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ქურდული სამყაროც ვითარდება, ამიტომ კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს”

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა აიწია, შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში საკანონმდებლო ჩარჩო შესაცვლელია.

მისივე თქმით, კანონპროექტი დღეს მთავრობას წარედგინება, ხოლო უახლოეს მომავალში, _ პარლამენტს.

“დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარვადგენთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან გვინდა, რაც შეიძლება მალე მივმართოთ პარლამენტს. რაც შეეხება თავად საკითხს, მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა ძალიან აიწია, შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში, საკანონმდებლო ჩარჩო არის შესაცვლელი. თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, ამიტომ კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს. ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარდგენილი ჩვენი ინიციატივით, ჯერ მთავრობის და შემდეგ პარლამენტის წინაშე, ითვალისწინებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ნაბიჯი ამ მიმართულებით”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები