გიორგი გახარია: ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით ჰუმანური მიდგომა, სახელმწიფოს მხრიდან, სახეზეა

შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ აქვთ გეგმა, თუ როგორ გახდეს ნარკომომხმარებელთა მიმართულებით კანონმდებლობა უფრო ჰუმანური, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ეხება ნარკოგამსაღებელს.
“ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება, საკანონმდებლო ცვლილებით, ნარკომომხმარებელთა მიმართულებით კანონმდებლობა როგორ გავხადოთ უფრო ჰუმანური. აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. იმ შემთხვევაში თუ საკითხი ნარკორეალიზატორებს ეხება, რა თმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ საქმე ეხება ნაკრომომხმარებელს, ჩვენ აქ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ. ჰუმანური მიდგომა, სახელმწიფოს მხრიდან, სახეზეა და თუ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ამ მიმართულებით უკვე მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება”,- განაცხადა გახარიამ.

მინისტრი გიორგი მარგველაშვილის შესაძლო წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის არაა ცნობილი პრეზიდენტმა დაიწყო თუ არა წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თუ დაიწყო, გახარიას თქმით, ეს ნაადრევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები