გიორგი გახარია: შს სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადასცა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, უწყებას საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს, რაშიც აღნიშნული სიახლე ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.

მისივე თქმით, შსს-ს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის, საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას.

„ამ რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია, მათ შორის, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია 5 ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული და რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები