„ჩემი ბედნიერი ოჯახი” წარდგენილია გერმანული კინოს ჯილდოზე – LOLA

ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” წარდგენილია გერმანული კინოს ჯილდოზე – LOLA.  ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
პრემიის ნომინაციისათვის შერჩეულ ფილმებს, და მათ შორის ქართულ-გერმანულ-ფრანგულ კოპროდუქციასაც, ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale”  უჩვენებენ.
“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება გაიმართება „დელფის“ ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს, ჩვენების შემდეგ კი მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება.
LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.
ნომინირებული ფილმები 14 მარტს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები