ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს დილით ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები