კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული საეკლესიო ხელნაწერების რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ინსტიტუტის დირექტორატთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ პოლონეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მიაღწია.
ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში პოლონელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც ისტორიული ხელნაწერების რესტავრაციის დიდი გამოცდილება აქვთ. მაღალი ალბათობით, საეკლესიო ხელნაწერის ერთ-ერთი ნუმუშს საკონსერვაციოდ საქართველოშიც ჩამოიტანენ. რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ისტორიული დოკუმენტებიკრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში ექსპოზიციის სახით გამოიფინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები