ეროვნულ ბიბლიოთეკაში იბერიული ენის საწყისებზე იმსჯელებენ

3 თებერვალს, 15:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში  იბერიული ენის საწყისებზე დისკუსია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს იქნება მეცნიერების სხვადასხვა დარგში კვლევის შედეგების მიმოხილვა.
მომხსენებელთა თემები:
1) გენეტიკური მონაცემები ქართველთა წინაპრების შესახებ;
2) არქეოლოგიური მონაცემები ქართული კულტურული მემკვიდრეობის დარგებთან მიმართებაში;
3) სვანური ლექსიკის მნიშვნელობა საწყისების კვლევებისათვის;
4) გენეტიკური და ენობრივი მონაცემები ბასკურ-ქართულ მიმართებების გასარკვევად;
5) პიქტოგრამები, როგორც ანბანის შექმნის წინაპირობა და მათი გავრცელების არეალი;
6) ზეპირსიტყვიერებით მოსული ფოლკლორული მასალა, როგორც საწყისების გახსნის რესურსები.
7) იბერიულ-კოლხური ცივილიზაციის მითოლოგიური აზროვნების პარალელები უძველეს ცივილიზაციებში.
საღამოს ორგანიზატორია ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები