აშოტ ტერ-ხალიფიანის გამოფენა – „ოცი წლის შემდეგ“ გაიხსნება

5 თებერვალს 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში,  აშოტ ტერ-ხალიფიანის გამოფენა – „ოცი წლის შემდეგ“ გაიხსნება .
როგორც „კვირას“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა წარმოადგენს წარმოშობით სომეხი თბილისელი მხატვრის, აშოტ ტერ-ხალიფიანის სინთეზურ პროექტს, რომელიც აერთიანებს ხელოვანის ფერწერას და თანმხლებ მუსიკალურ მოტივებს. ექსპოზიცია შედგება 39 ნამუშევრისგან, რომლებიც თემატურად დაყოფილია ორ ნაწილად – „ხედი ფანჯრიდან“ და „შავ-თეთრი სამყარო“. ნახატები შექმნილია 90-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანი წლების დასაწყისში. სურათები ასახავს ოცი წლის შემოქმედის იმდროინდელი ცხოვრების ემოციურ მდგომარეობას. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს მხატვრის მიერვე შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია – თითოეული სურათის ინსტალაციისას გაიჟღერებს ამ კონკრეტული ნაწარმოებისადმი მიძღვნილი მუსიკალური თემა.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება აშოტ ტერ-ხალიფიანის ხელმძღვანელობით შექმნილი მუსიკალური ჯგუფის კონცერტი.
გამოფენა 15 თებერვლამდე გასტანს.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები