„Welcome To Georgia – The Musical” – სპეციალურად ტურისტებისთვის ახალი მიუზიკლი დაიდგმება (ფოტოკოლაჟი)
მარტიდან მუსიკისა და დრამის თეატრში რეგულარულად დადგმება სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის შექმნილი მიუზიკლი საქართველოს შესახებ – „Welcome To Georgia – The Musical”.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ეს იქნება ინგლისურენოვანი ექსპერიმენტული წარმოდგენა, რომელიც უცხოელებს საქართველოს გააცნობს.
მაყურებელი ქართული ცეკვის, სიმღერის, დიალოგების საშუალებით საქართველოზე საინტერესო ფაქტებს შეიტყობს.
პროექტის მიზანია, სპექტაკლით საქართველოში ჩამოსული ტურისტები და დიპლომატები დაინტერესდნენ.
დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე; კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი; სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი;
პიესის ავტორები – ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე, ნათია ამირიძე;
პროექტის ავტორები და მენეჯერები – ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე.
მონაწილეობენ: ლევან კახელი, ეკა დემეტრაძე, ნინო მითაიშვილი, ანა წერეთელი, მარინა ჯოხაძე, მაია წითლიძე, გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, გიგი ქარსელაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი მოძმანაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნინო გომართელი.