„ღვინო და წიგნი“ – პირველი შეხვედრის თემა ლიტერატურა იქნება
2 თებერვალს, 20:00 საათზე, Allwine.ge – ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსთან“ ერთად, ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას იწყებს: „ღვინო და …”
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებები „ბიბლუსი გალერეაში” გაიმართება. პირველი შეხვედრის თემა ლიტერატურაა. ღონისძიებას სახელწოდებით – „ღვინო და წიგნი“ ქართველი მწერლები – გიორგი კეკელიძე და Toresa Mossy გახსნიან.
შეხვედრის მეორე ნაწილი სახალისო შეჯიბრს და ღვინის დეგუსტაციას დაეთმობა. იქნება მუსიკალური გაფორმება.
“ბიბლუსი გალერეაში” დაგეგმილი ღონისძიების კიდევ ერთი მასპინძელი ღვინის კომპანია – „შატო ნეკრესია“, რომელიც სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება. დეგუსტაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მის: „ბიბლუსი გალერეა“, კანდელაკის №7.