რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენა – ,,შიში” გაიხსნება
2 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენა – ,,შიში” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემით ,,შიში“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ თითოეულ ნამუშევარში დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის კონცეპტუალურ ძიებებსა და მიგნებებს.
გამოფენა 11 თებერვლამდე გასტანს.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.