ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს -მოვაჭრეეები გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან
მერიის ზედამხედველობის და დასუფთავების სამსახურმა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახლები და გარემოვაჭრეების ინვენტარი აიღო.
ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და მორეცხვა მიმდინარეობს.
როგორც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, ის პირადად შეხვდა 80-ვე გარემოვაჭრეს და შესთავაზა ალერნატიული ფართი, სადაც მოვაჭრეეები პირველი 3 თვის განვალობაში ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან. გარდა ამისა, მათ გარკვეული შეღათავები ექნებათ.
გოგიას თქმით, მის შეთავაზებას მოვაჭრეების უმრავლესობა დათანხმდა.